03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
რიყეზე გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს

რიყეზე დღეს დილიდან გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. სცენაზე ქართველ მომღერლებთან ერთად უცხოელი მუსიკოსებიც გამოვლენ.

კონცერტი ევროპის მოედანზე 10 საათზე დაიწყება და 5 საათს, ღამის 3 საათამდე გაგრძელდება. 12 საათზე ტრადიციულად მრავალჟამიერი და საახალწლო ფეიერვერკია დაგეგმილი.

აქვეა მოწყობილი საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი და პატარებს თოვლის ბაბუა ელის.

რიყის მოედანზე 3 სცენაა დამონტაჟებული. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამა ყველა თაობის მსმენელისთვისაა განკუთვნილი, ქართველი მომღერლები კი მთელი კონცერტის მანძილზე ცოცხალი შესრულებით იმღერებენ.

გენერალურ რეპეტიციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო. გალა-კონცერტის ტრანსლირება ტელევიზიით მოხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები