03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
საყდრისის მხარდასაჭერი აქცია ლონდონში

ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან, საყდრისზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ამ აქციით ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს.

ისინი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება, საყდრისის ტერიტორიაზე მუშაობა შეაჩერონ და უმკაცრესი ფორმით დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი.

"ბულდოზერებით გადაუარეს საქართველოს ცივილიზაციის კერას. ეს არ არის პარტიული აქცია, პირიქით, მავანს უნდა, რომ საყდრისის თემა იქცეს პარტიული ჭიდილის საგნად. ეს ასე არ მოხდება, ეს არის ზეპარტიული, ხალხური და ეროვნული აქცია," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც საქართველოს ელჩისგან მოითხოვეს საყდრისთან დაკავშირებით მისი პირადი პოზიციის გამოხატვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები