03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
რიყეზე გასამართი ღონისძიებისათვის ყველაფერი მზად არის

თბილისი საახალწლოდ ემზადება. მათთვის, ვისაც ახალი წლის შეხვედრა ქუჩაში უნდა, დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

რიყეზე დილიდან მიმდინარეობდა გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია.

სცენაზე, ქართველ მომღერლებთან ერთად, უცხოელი მუსიკოსებიც გამოვლენ, რომლებიც უკვე ჩამოვიდნენ და რიყეზე რეპეტიცია მათაც გაიარეს.

კონცერტი ევროპის მოედანზე ღამის 3 საათამდე გაგრძელდება. აქვეა მოწყობილი საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი და პატარებს თოვლის ბაბუა ელის.

ახალი წლის ღამეს და შობაზე მეტრო და საბაგირო დილის 5-ის ნახევრამდე იმუშავებს. გვიან ღამით ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

დღის ამბები