02 ივნისი 2024,   20:20
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან

რუსთავი 2-ის ადვოკატები რამდენიმე საათში სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები.

მათ შორის არის ტელეკომპანიის იურისტების არგუმენტირებული პოზიცია - თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

დღის ამბები