20 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
ევროკავშირის საიუბილეო სამიტი - ევროპის დიდ ქალაქებში აქციები გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების ახალი ინიციატივა, ევროკავშირის საიუბილეო სამიტს დაამთხვია. გაერთიანების დაარსების 60 წლის იუბილე ევროპელებმა მასშტაბური აქციებით აღნიშნეს. ევროკავშირის მომხრეთა დემონსტრაციები ევროპის დიდ ქალაქებში გაიმართა. ბრიუსელში ხალხი ევროპარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რომლებიც ევროპული პროექტის მთავარ ღირებულებებს დაიცავს. თანასწორობა, სოლიდარობა და სამართლიანობა - ამ ლოზუნგებით აქციები გაიმართა ბერლინში, ლონდონში, ბარსელონაში მადრიდში და სხვა ქალაქებშიც.

რომის ქუჩებში კი ევროკავშირის მომხრეებთან ერთად აქცია მოწინააღმდეგეებმაც გამართეს. დემონსტრაციები იტალიის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართა.

დღის ამბები