20 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
მრგვალ ბაღში აქცია „არა ჩადებას“ იმართება

მრგვალ ბაღში, ამ წუთებში საპროტესტო აქცია "არა ჩადებას" იმართება. ადგილზე ცოტა ხნის წინ დაკავებული მიხეილ თათარიშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი და გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ელისო კილაძის შვილს, დავით ხაშილაძესა და მიხეილ თათარიშვილს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ისინი ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. საპროტესო აქციის მონაწილეები ძალოვან სტრუქტურებს არსებული ნარკოპოლიტიკის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

“ყველა ხელისუფლებას ეს იმდენად გაუტკბა და იმდენად ადვილი დასამორჩილებელი არის ხალხი, როცა ნარკოტიკებს ჩაუდებენ. მე საუბარი მაქვს მათზე, ვისაც აბრალებენ, თორემ ნარკოპოლიტიკა უნდა არსებობდეს,” - განაცხადა მიხეილ თათარიშვილის მამამ, ლადო თათარიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები