20 მაისი 2024,   08:18
ვრცლად
ბავშთა სამყაროს მოვაჭრეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ზაზა ხატიაშვილი

„მე რა სიბინძურე არ მინახავს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი, მაგრამ ეს არის უიშვიათესი სიბინძურე,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ „დავით ნარმანიას მსგავსად“ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს უარს დახმარებაზე ვერ ეტყოდა.

მისი განცხადებით, დაზარალებულები მას ეუბნებიან, რომ სავაჭრო ცენტრში 8 კერა ერთდროულად გაჩნდა და ამით არავინ ინტერესდება. 

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გარკვეული ადგილები სავაჭრო ცენტრში მხოლოდ მესამე დღეს ჩააქრეს.

„21-ე საუკუნეში მე თუ ფაშისტებს ვნახავდი, არ მეგონა, ვინ არიან ესენი? დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ის განმარტავს, რომ ამ სტატუსის მისანიჭებლად ესპერტიზის ჩატარებაა აუცილებელი.

„ხალხს აქვს 100 ათასი ლარის ზარალი და დაზარალებულად არ ცნობენ. ეუბნებიან, მოწმეები ხართო,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

მისი თქმით, გამომძიებლები დაზარალებულებს აწერინებდნენ, რომ ხანძართან პრეტენზია არ აქვთ.

ზაზა ხატიაშილის აზრით, ამ ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ის აღნიშნავს, რომ ამ ხალხს უღირსად ექცევიან.

„ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს ადამინების გატყდებოდნენ, მაგრამ არ გატყდნენ. 3 ათას ლარზე რატომ იძახიან იცით უარს? რა უთხრა, იცით რიმა ბერაძემ თუ არ ვიცი ვინ, დაწერეთ, რომ 3 ათას ლარს რომ მიღებთ, სხვა ზარალის ანაზღაურებას აღარ მოითხოვთო. დაამცირეს ეს ხალხი. იციი, რა უღირსად ექცევიან?“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

დღის ამბები