20 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
ერთ ადამიანს შვილი დაეღუპა იმიტომ, რომ წამლები ვეღარ უყიდა - ზაზა ხატიაშვილი ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულზე საუბრობს. ხატიაშვილი გადაცემა არჩევანში კონკრეტულად, დაზარალებულების ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

„ორი კვირის წინ, დეპუტატებმა არ ვიცი, იცით თუ არა, ადამიანი იყო 60 წლის. 35 ათასი ჰქონდა გამოტანილი, გული გაუსკდა მოკვდა, რომ არ ხვდებოდა ხელისუფლება. დაასაფლავეს ორი კვირის უკან. სამი ადამიანი მოხვდა სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოში. ერთი ადამიანი არის რეანიმაციაში. ერთ ადამიანს შვილი დაეღუპა იმიტომ, რომ წამლები ვეღარ უყიდა. ხალხო, უმძიმეს მდგომარეობაში არიან,“ - განაცხადა ზაზა ხატაშვილმა.

მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„50 კაციც არ მოდიხართ, როგორ შეიძლება, ხალხო, ესე არ გაინტერესებდეთ. ეს არის შიმშილით სიკვდილისათვის ადამიანების გაწირვა... საკუთარი ხელისუფლება ხალხს ემალება და ამერიკის საელჩოსთან რომ მივიდნენ, 15 წუთში წარმომადგენელი გამოვიდა. ეს არის ხელისუფლება?“  - აცხადებს ხატიაშვილი.  

დღის ამბები