20 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
პრობლემა არის ხელისუფლების ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება - თამაზ შოშიაშვილი დაზარალებულებზე

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულების შესახებ გადაცემა არჩევანში თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი, ამბობს და აცხადებს, რომ „პრობლემა არის ხელისუფლების ძალიან ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მათი თანამოქალაქეების მიმართ“. 

შოშიაშვილის თქმით, ისინი მოუწოდებენ დავით ნარმანიას, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების მიმართა თანადგომა.

„თვენახევრის განმავლობაში მათ არავინ არ შეხვედრია და კონკრეტული თანადგომა არ გამოუხატავს. პირველი დღეებიდან თბილისის მერის მხრიდან რომ ყოფილიყო ადეკვატური დამოკიდებულება, რომ ყოფილიყო თანადგომა, გარკვეული თანხები რომ გამოყოფილიყო, რათა ამ 2 თვის განმავლობაში ამ ადამიანებს თავი გაეტანათ, ეს მოძრაობა ასეთ სახეს არ მიიღებდა,“ - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან დაზარალებულების მისამართით მიდიოდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

შოშიაშვილის თქმით, „ბიუჯეტიდან შესაძლებელია თანხების გადმოტანა და ამ ადამიანების დახმარება, რომ მათ შეძლონ ცხოვრების გაგრძელება“. 

„მათი მდგომარეობა არის ურთულესი, ქუჩაში არიან დარჩენილი,“ - ამბობს შოშიაშვილი.

„არა მხოლოდ დედაქალაქის მერია, მინდა ავღნიშნო, რომ თვითონ პრემიერმინისტრი, მინისტრები არ მუშაობენ ამ ადამიანებთან, არ ხვდებიან. ეს არის უპასუხისმგებლობა და ზერელე დამოკიდებულება. სამარცხვინოა, როდესაც არავინ არ გამოდის და თვეების განმავლობაში ხალხი ქუჩაში ატარებს,“ - აცხადებს შოშიაშვილი.

დღის ამბები