19 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
თელავში "ყრუთა კავშირის" რეგიონული ოფისი დაარბიეს

ყრუთა კავშირის რეგიონული ოფისი დაარბიეს თელავში. შემთხვევა არჩილ მეორის ქუჩაზე მოხდა. საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უცნობი პირები მათ ოფისში მაშინ შეიჭრნენ, როცა ისინი სადილობდნენ.

დაზიანებულია ელექტროსადენები და არსებული ინვენტარი. ყრუთა კავშირის წევრების თქმით, ოფისის დარბევის ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ანალოგიური ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.

მომხდარს საზოგადოების წევრები კავშირის მარტში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებენ. მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ.

დღის ამბები