19 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
ქუთაისის მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოპარულია ავტომობილის სარკეები. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეზობლების თქმით, თვენახევრის წინ უცნობებმა ამავე მანქანის საბურავები დაჭრეს.

ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ რომ, ბოლო დროს ქუთაისში ავტომობილის გაქურდვის შემთხვევები გახშირდა.

დღის ამბები