27 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
„უკვე მეექვსედ პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე"- ეკა მიშველაძე

„უკვე მეექვსედ პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,“- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. ეკა მიშველაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას დადებითად აფასებს.

„ზოგადად, იდეათა ჭიდილი არის ღია საზოგადოების ნაწილი, დებატები კი არის საპარლამენტო ცხოვრების და საპარლამენტო მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაძლოა ვიღაცისთვის არის პირველი, მაგრამ ეს არის პრეზიდენტის მე-6 გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ტრადიცია და ტრადიციულად, პრეზიდენტი თავი სიტყვაში საუბრობს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საჭირბოროტო და საინტერესო საკითხებზე. მუდმივად იყო ხოლმე მთელი ამ ხნის განმავლობაში მცდელობა იმის, რომ აქცენტირება ყოფილიყო გარკვეულ პიროვნულ გარჩევებზე, დაპირისპირებებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე მეექვსედ პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

დღის ამბები