17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
პარლამენტი "გაზპრომთან" დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივებზე იმსჯელებს 

გაზპრომთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივებს განიხილავენ დეპუტატები დღეს სესიაზე. ნაციონალური მოძრაობა დროებითი საგამოძიებო კომისიის, ევროპული საქართველო კი ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს.

ოპოზიციის ინიციატივებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა.

დღესვე საკანონმდებლო ორგანოში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებაც იმსჯელებენ.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც თამბაქოს შესახებ კანონში შედის და რომლის მიხედვითაც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების მეპატრონე 500-დან 5 ათას ლარამდე თანხით დაჯარიმდება.

ცვლილებები ყველა სახის რეკლამის აკრძალვასაც ითვალისწინებს. 

დღის ამბები