03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
ელბაქიძის ქუჩის ნაწილი ჩაინგრა [ფოტო ვიდეო]

თბილისში ელბაქიძის ქუჩის ნაწილი ჩაინგრა. არსებული ინფორმაციით, ინცინდენტის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ელბაქიძის ქუჩაზე მივიდნენ GWP-ის წარმომადგენლებიც.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქუჩის ნაწილის ნგრევა მიწის ქვეშ წყლის დიდი ნაკადის გადინებამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია წყლის მილიც.

ელბაქიძის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია. 

დღის ამბები