18 მაისი 2024,   11:31
ვრცლად
კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწყვეტია საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები - გიორგი მარგველაშვილი

„კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწყვეტია უწყებათაშორისი და საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 „რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, რაც ასევე აღელვებს საზოგადოებას, ადრეც მითქვამს, რომ კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწყვეტია უწყებათაშორისი და ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ და, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი პროგრამების განხორციელებაში გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 

დღის ამბები