03 მაისი 2024,   20:28
ვრცლად
"ნახევარი მილიარდი ლარით მეტი მივიღეთ, ვიდრე გასულ წელს" - ირაკლი კოვზანაძე

„პრაქტიკულად, ნახევარი მილიარდი ლარით მეტი მივიღეთ, ვიდრე გასულ წელს,“- ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ეკონომიკაში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მარტში ინფლაციური ფონი დასტაბილურდა.

„მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 6%-იანი გადაჭარბებით არის შესრულებული,“- განაცხადა გიორგი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რომელსაც ხელისუფლება თანმიმდევრულად, ეტაპობრივად აგვარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები