08 მაისი 2024,   13:23
ვრცლად
"არასამთავრობო ორგანიზაციები ვაჭრობენ ხელისუფლებასთან" - დიმიტრი ლორთქიფანიძე

კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით განსხვავებულია მოსაზრებები არასაპარლამენტო ოპოზიციაში. ცვლილებებს მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ემხრობა.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს  წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებასთან ვაჭრობს და სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას ცდილობს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად ვაჭრობენ ხელისუფლებასთან და ხელისუფლებაც გარკვეულ პროცესში იღებს მონაწილეობას, როდესაც საკითხი ეხება იმ ე.წ. ჰომოფობიური კონოტაციის არსებობას ამ ჩანაწერში, რასაც ქორწინების სუბიექტთა განსაზღვრება ჰქვია და ისინი ითხოვენ, რომ სამოქალაქო პარტნიორობის უფლებები იქნეს დაკანონებული ამის საპირწონედ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ შემთხვევაშიც ხელისუფლება არ უნდა გაურიგდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც უცხო ქვეყნის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან უხვად ფინანსდებიან,“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ თავისუფალ დემოკრატები. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკითხი არასერიოზულია და ქართული ოცნება საკუთარი პიარ კამპანიის ტყვეობაში მოექცა.  

ქართული ოცნება საკუთარი პიარ კამპანიის ტყვეობაშია მოქცეული და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ ამ ნორმის კონსტიტუციაში ასახვას. ეს იქნება არასერიოზული და სამართლებრივი კუთხითაც იქნება არაგანჭვრეტადი და არაქმედითი,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი უმნიშვნელო ცვლილებებზე მსჯელობის პარალელურად, ისეთ განსაზღვრებებს იღებს კონსტიტუციიდან, რომელიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღის ამბები