
აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. სტიქიამ შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით სახლები მიწასთან გაასწორა და ხეები ამოძირკვა.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ცნობით დაზიანდა, დაახლოებით, 40 სახლი. დაფიქსირდა ბუნებრივი აირის გაჟონვა ქალაქ ბარნსდალში, რომლის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.
საჰაერო კადრებში ნაჩვენებია დანგრეული სახლები, ჩამოგდებული ელექტროგადამცემი ხაზები, ხეები და ნამსხვრევები, რომლებიც გზებსა და მთელ ტერიტორიაზეა მიმოფენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 000-მდე სახლი და ბიზნესი სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.