08 მაისი 2024,   19:14
ვრცლად
გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში, სავარაუდოდ, თელაველი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ

გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში, სავარაუდოდ, თელაველი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ელისო კილაძე ავრცელებს და იმ პიროვნებებსაც ასახელებს, რომლებსაც მისი თქმით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაევალათ.

გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში თელავის ჭიდაობის სკოლის ხელმძღვანელებს გიორგი და ზაქარია კევლიშვილებს ადანაშაულებს. ელისო კილაძის ინფორმაციით ისინი მათი ახლო ნათესავის სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დაკვეთას ასრულებდნენ. ჭიდაობის სკოლაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები თვლიან, რომ ბოლო დროს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებული განცხადებები საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ გოგაშვილის მიმართ შიდა უწყებრივი გამოძიება მაინც დაიწყოს.

ოპონენტების მოსაზრებით იოსებ გოგაშვილი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს. პოლიტიკური პარტიები მომხდარი თავდასხმების უკან ხელისუფლების კვალს ხედავენ.

ქრონიკა პლიუსის რედაქტორი კიდევ ერთ ინფორმაციას ახმაურებს. ელისო კილაძე ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურსა და იოსებ გოგაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები