08 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
50-მდე კინო-პერსონაჟი, უამრავი სასცენო როლი და მაყურებლის დიდი სიყვარული - გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართულ თეატრსა და კინოს კიდევ ერთი დიდი მსახიობი დააკლდა. 83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მან მაყურებლის უზომო სიყვარული შესრულებული როლებით დაიმსახურა.

გივი ბერიკაშვილი სწორედ იმ არტისტების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც არამხოლოდ მისი სამსახიობო ტალანტის გამო უყვართ. 50-მდე პერსონაჟს შორის ლონდრე გივი ბერიკაშვილის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კინოროლი იყო. ანიმაციური ფილმი სიბერეში პირველად გაახმოვანა და აღმოაჩინა, რომ ეს კინოს ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობაზე რთული იყო.

გივი ბერიკაშვილი ქართულ კინოსა და თეატრში გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგიდან მოვიდა, სადაც ის 83 წლის წინ დაიბადა და სადაც ლენინის ქუჩას დღეს გივი ბერიკაშვილის სახელი ჰქვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები