08 მაისი 2024,   18:22
ვრცლად
ხმაური კომიტეტსა და პარლამენტის დერეფნებში - სუს-ის ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას პარლამენტში უკმაყოფილება მოჰყვა. გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა დღეს მოულოდნელად დახურულად გამოცხადდა და შესაბამისად, ჟურნალისტებსაც და არასამთავრო სექტორის წარმომადგენლებსაც დარბაზი დაატოვებინეს.

კომიტეტის სხდომაზე სუს-ის უფროსის მოადგილის ანგარიშის წარდგენა ხმაურის მიზეზი გახდა. დაპირისპირება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მმართველი გუნდის მიერ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები სუს-ის უფროსის მოადგილემ კანონმდებლობითა და სახელმწიფო საიდუმლოების მიზეზებით ახსნა.

უმრავლესობამ დღეს მედიისთვის კომიტეტის მხოლოდ ის ნაწილი გახსნა, სადაც ალექსანდრე ტაბატაძემ სუს-ის 2016 წლის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 27 გვერდიანი ანგარიში ტერორიზმთან ბრძოლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კონტრდაზვერვითი საქმიანობის კუთხით სუს-ის გაწეულ მუშაობასა და კორუფციასთან ბრძოლას ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები