დღეს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქალაქო სასამართლო დასაშვებად გაზეთ ქონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის ადვოკატების შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე.
დაცვის მხარის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო ფირი, სადაც დაკავების პროცესია ასახული.
ელისო კილაძემ შვილის დაკავების ამსახველი ვიდე მასალა მთავრ პროკურატურაში უკვე შეიტანა პარალელურად, დაცვის მხარემაც მიმართა საგამოძიებო უწყებას, რომ შეწყდეს დავით ხარშილაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.