03 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
ჯონი დეპი არკანზასში სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა

ჯონი დეპი არკანზასში სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა. დემონსტრანტები შტატში 11 დღის განმავლობაში 7 პატიმრის სიკვდილით დასჯის გეგმას აპროტესტებდნენ.

მსგავსი რამ არკანზასში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

მკვლელობაში ბრალდებულთათვის სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულება სასიკვდილო ინექციით იგეგმება, თუმცა შტატის უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებას ინექციის სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის გამოყენება აუკრძალა.

სასამართლომ ერთი პატიმრის სიკვდილით დასჯის გადადების გადაწყვეტილებაც მიიღო.

დღის ამბები