18 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
წითელი ხაზი ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში იქნება შესაძლო სიკვდილით დასჯის აღდგენა - ექსპერტები

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს თბილისში განსაკუთრებით აკვირდებოდნენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართულ-თურქულ ურთიერთობებში რეფერენდუმის შედეგების შემდეგ არაფერი შეიცვლება.

„არსებობს ნიშნები, რომ თურქეთი წავიდეს უფრო ავტორიტარული მიმართულებით. დასუსტდეს თურქეთი, როგორც სეკულარული სახელმწიფო, მეორეს მხრივ, ერდოღანმა მიაღწია პირველად ამოცანას, თითქოს, მას სჭირდება უკვე დასავლური ლეგიტიმაცია ამ ყველაფერის, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ თურქეთი აჩვენებს, რომ ის დემოკრატიის ნაკლოვანებები, რომელიც ამ ქვეყანაში ჭარბად არის, დადებითი მიმართულებით შეიცვლება. კიდევ ერთი წითელი ხაზი, ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში იქნება შესაძლო სიკვდილით დასჯის აღდგენა. ქართულ-თურქულ ურთიერთობებში ამ რეფერენდუმით არაფერი იცვლება,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ.

ექსპერტების აზრით, თურქეთი შეძლებს სამოქალაქო აქტიურობის კუთხით დააბალანსონ ძალაუფლება.

„თურქული საზოგადოება გაცილებით უფრო დემოკრატიზირებულია და მიუხედავად დაუბალანსებელი ახალი ძალაუფლებებისა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეფერენდუმის შედეგად მიიღო, მაინც შეძლებს სამოქალაქო აქტიურობის კუთხით დააბალანსონ ეს ძალაუფლება,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ. 

დღის ამბები