17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
"კონფლიქტი საქართველოში" - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში

კონფლიქტი საქართველოში - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე წარადგინეს.

ანგარიში 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შეხვედრაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და სუამ-ის სახელითაც, ასევე 28 ქვეყნის მიერ ინდივიდუალურად იქნა შეფასებული და დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას.

„განსაკუთრებული ხაზგასმა იყო საერთაშორისო სამართლის იმ უხეშ დარღვევაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ე.წ. ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევის,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები