17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ლეიბორისტებაც" დატოვონ

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე გავრცელებულია. მისი დეტალურად გაცნობის შემდეგ დღესვე გახდება ცნობილი თავისუფალი დემოკრატებისა და ლეიბორისტების გადაწყვეტილება.

თავისუფალ დემოკრატებში ამბობენ, რომ ცვლილებების პროექტი არ ასახავს სამუშაო პროცესში გამოთქმულ შენიშვნებს. რაც შეეხება დარჩენა არდარჩენის საკითხს, პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას დოკუმენტის დეტალურად გაცნობის შემდეგ გააჟღერებენ.

კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს მესამე სექტორს. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო არ გამორიცხავს, რომ ხარვეზის შემთხვევაში კონკრეტულ მუხლებს ორგანიზაციამ მხარი არ დაუჭიროს.

„ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს პოზიციებს, თუ მიგვაჩნია, რომ მუხლი არის პრობლემური და შეიცავს გარკვეულ საფრთხეს დემოკრატიის თვალსაზრისით მას ხმას არ მივცემთ,“-აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლიკა საჯაია.

პროექტის კენჭისყრა 22 აპრილს არის დაგეგმილი.

დღის ამბები