22 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
პარლამენტში მარიხუანას შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ

მარიხუანის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ დღეს პლენარულ სხდომაზე. საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის კანონის ლიბერალიზაციაზე და არა დეკრიმინალიზაციაზე.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, 500 ლარის ნაცვლად, 300 გახდეს.

„ეს ცვლილებები არა მხოლოდ ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც შეეხო ეს გადაწყვეტილება, მარიხუანას ნარკოტიკის მოხმარებას და საპატიმრო სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას. ვმსჯელობთ რამდენად პროპორციულია სასჯელები, რაც ახლა არის შემოთავაზებული, თუმცა ეს არის ბევრად ჰუმანური მიდგომა და უარის თქმა მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოში. ცვლილებებს მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც.

„მთავარი ის არის, რომ აღარ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ ოდენობამდე. ეს შეიცვლება ჯარიმით ან შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ეს თავისთავად ლიბერალიზაციის პოზიტიური ნაბიჯია,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

დღესვე მესამე მოსმენით განიხილავენ საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის კანონის გამკაცრებას და ქულების სისტემის შემოღებას გულისხმობს. მათ შორის უკონტაქტო პატრულირების და მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემის შემოღებას.

დღის ამბები