03 მაისი 2024,   20:43
ვრცლად
მმართველი პარტია უარს ამბობს ხელახლა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე - ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო კომისიის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ 10-წუთიან მოხსენებაში კომისიის მუშაობა შეაჯამა. მან განმარტა, რომ კონსტიტუციის ეს დოკუმენტი არ არის მორგებული არცერთი პარტიის ინტერესებზე.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელის მიხედვით, სტაბილური და დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება.

„ჩვენ გადავდივართ შერეული სისტემიდან, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. პრაქტიკულად, მმართველი პარტია თავისი ხელით ამბობს უარს ძალიან მაღალი ალბათობით ხელახლა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე. შემოღებულია პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისი დათქმებით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობის მინიმალურ სტანდარტს ჩვენს ქვეყანაში,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოვალეობების განსაზღვრაზეც ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.

„პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში,“ -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები