07 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
სავალუტო ფონდმა აღგვითქვა მხარდაჭერა, რეფორმების განხორციელების ნაწილში - ქუმსიშვილი

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა.

ქუმსიშვილი ამბობს, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს რეფორმებს და მზადაა, გააძლიეროს ქვეყნის მხარდაჭერა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის რეფორმები, რაც ერთმნიშვნელოვნად ძალიან პოზიტიურად და დადებითად იყო შეფასებული სავალუტო ფონდის მხრიდან. სავალუტო ფონდმა აღგვითქვა მხარდაჭერა, შემდგომში უკვე რეფორმების განხორციელების ნაწილში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები