27 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობა - პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე წარმოებაში არ ქონიათ

გავრცელებულ ინფორმაციას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე, პრკურატურა ეხმაურება. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე, რომელზეც ოპოზიციური პარტია საუბრობს, მათ წარმოებაში საერთოდ არ ჰქონიათ.

დავით სესიაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.

სკანდალური ინფორმაცია ეხება თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს. ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია. 

პარტიაში განმარტეს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სუს-ის ხელმძღვანელობა, ასევე მთავარი პროკურორიც. თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, მათ დანაშაული დაფარეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები