19 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
სამოქალაქო მოძრაობამ "დაიცავი კონსტიტუცია" საგანგებო დეკლარაციას ხელი მოაწერა

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს.
სამოქალაქო მოძრაობა დაიცავი კონსტიტუცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ წუთებში ხელს აწერს საგანგებო დეკლარაციას, სადაც ის ძირითადი მოთხოვნებია, რასაც მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ითხოვს.

დეკლარაციაში განმარტაებულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეშფოთებული არიან კონსტიტუციის ახალი მოდელით. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის პროექტს არ ეთანხმებიან პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი. 

 

"ხელისუფლებაში მყოფი პარტია მარტო დარჩა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესში. საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროქტში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული და არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი. ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა ის პაკეტი, რომელისაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია,“- ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ გააცნო. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები