03 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო განხილვების დაწყებას არალეგიტუმურს უწოდებს

მმართველი გუნდი წევრები ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო განხილვების დაწყებას არალეგიტუმურს უწოდებენ. საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებული საერთო სახალხო განხილვების პარალელურად საყოველთაო განხილვების დამოუკიდებლად ჩატარებას ის პოლიტიკური პარტიები აპირებენ, რომლებისთვისაც მმართველი გუნდი მიერ შეთავაზებული ცვლილებები მიუღებელია.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პოლიტიკოსების ინიციატივას არალეგიტიმურად მოიაზრებს.

„ნებისმიერ პარალელური პროცესი არის არალეგიტიმური, რეალურად ეს პროცესები სამწუხაროდ არ ემსახურება იმ მიზნებს, რაც კანონით არის გაწერილი, რაც რეალურად სჭირდება ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, საერთო სახალხო განხილვას უალტერნატივოდ მოიაზრებს.

„საერთო სახალხო განხილვა ეს არის კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის კანონიერი, სამართლებრივი ფორმა. ნებისმიერი სხვა ფორმა არის შეხვედრა მოსახლეობასთან, დისკუსია გარკვეულ საკითხებზე, რაც ვერ შეცვლის ამ პროცესს,“ - აცხადებს ეკა ბესელია. 

დღის ამბები