08 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
გიორგი მღებრიშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს, შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს, შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.

საქართველოს შს მინისტრი უკრაინის ელჩს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილი უკრაინელი კოლეგა, არსენ ავაკოვი, საქართველოში პოლიციელის დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებაზე მოიწვია. 

 

დღის ამბები