17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა დღეს ახალციხეში გაიმართება 

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო კომისიის წევრები ცვლილებათა პაკეტს დღეს ახალციხის მოსახლეობას გააცნობენ.

ახალციხე უკვე მეხუთე ქალაქია, სადაც სახალხო განხილვები ტარდება. ამ თემაზე საჯარო მსჯელობა სულ 11 ქალაქშია დაგეგმილი.

უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საყოველთაო განხილვებში ჩართვას ამჯერადაც გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი.

დღის ამბები