17 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი ორგანო გამქრალია კონსტიტუციიდან - გიორგი მარგველაშვილი

დღეს საქართველს პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აცნობენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი ორგანო დეგრადირებული არის და მსგავსი მიდგომა მმართველი გუნდის მხრიდან, პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო, მიუღებელია.

„ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჩვენი ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე მზადყოფნას სერიოზული გამოწვევების მიმართ, რომელიც საქართველოს გააჩნია, ფაქტობრივად, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია ერთი მხრივ, თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს და მეორე მხრივ, ლოზუნგით, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები