17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
გვერდზე გადავდოთ ყველამ ჩვენი პოლიტიკური თამაშები, ამისთვის საკმარისი სფერო გვაქვს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში შეხვედრა მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, უშიშროების საბჭოს საკითხზე, დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებული ვერსია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას საფრთხეს უქმნის. გიორგი მარგველაშვილი იმ რისკებზე საუბრობს, რაც უშიშროების საბჭოს გაუქმებას ახლავს თან.

დღეს პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარი შენიშვნები დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინეს.

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ჰიბრიდული ომების საშიშროება არსებობს, უშიშროების საბჭოს გაუქმება არაადეკვატურია.

„მინისტრი მოვა თუ არ მოვა, პრემიერი დაესწრება, თუ არ დაესწრება, ამ რეჟიმში გადავიდა საომარ მდგომარეობაში არსებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

მან ყველას მოუწოდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე ერთად და თავდადებით იმუშაონ.

„გვერდზე გადავდოთ ყველამ ჩვენი პოლიტიკური თამაშები, პიროვნული ურთიერთობები, ამისთვის საკმარისი სფერო გვაქვს, სადაც ერთმანეთს შეგვიძლია რიტორიკულად ვიკამათოთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები