26 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
ფხენიანის მორიგ სარაკეტო ექსპერიმენტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში პროვოკაცია უწოდეს

ფხენიანის მორიგ სარაკეტო ექსპერიმენტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში პროვოკაცია უწოდეს და საერთაშორისო თანამეგობრობას სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ინფორმირებულია გამოცდის შესახებ და იმის გამო, რომ რაკეტა რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ჩავარდა მოსკოვმა ეს უპასუხოდ არ უნდა დატოვოს.

პენტაგონის ცნობით, კუსონის რაიონიდან გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ 2 000 კილომეტრიანი დისტანცია დაფარა და იაპონიის ზღვაში, რუსეთის ზღვისპირეთთან ახლოს ჩავარდა.

სამხედრო სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფხენიანმა ახალი თაობის შეიარაღება გამოსცადა. მოსკოვში აცხადებენ, რომ რაკეტა რუსეთის საზღვრიდან 500 კილომეტრში ჩავარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები