სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დამოუკიდებელი მონაწილეები კონსტიტუციის ახალა პროექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობენ.
დაიცავი კონსტიტუციის პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წევრები ამჯერად პარლამენტართა საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების მიზანი, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება.
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია, ხელისუფლებას „კრიმინალურ ანმკლავად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათ ჩამოსაშორებლად.