26 ოქტომბერი 2020,   15:14
ვრცლად
გერმანელი დიპლომატის განცხადება ცხინვალში - იანოშ ჰერმანი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერმანი გერმანელი დიპლომატის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადებების გამო მივიდა.

გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

საგარეო უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. წინასწარი ინფორმაციით, იანოშ ჰერმანი და დავით დონდუა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა. გერმანელი დიპლომატი ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა - ამჯერად უკვე ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

დღის ამბები