26 აპრილი 2024,   22:55
ვრცლად
დავით ბაქრაძე პარტიის სამომავლო გეგმებსა და დაპირებებზე საუბრობს

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, სპორტის სასახლეში პარტიის დღევანდელ ყრილობას შაბათის კურიერში ეხმიანება.

მან აღნიშნა, რომ პარტიის მიზანია განსხვავებული შეხედულებების ადამიანების გაერთიანება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი. საქართველო დაიღალა დაპირისპირებისგან, დაიღალა დაყოფისგან... საქართველოს სჭირდება პარტია, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოფს იმისიანებად და ამისიანებად და რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს უკეთესობას, წინსვლას და განვითარებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ელენე ხოშტარიას მერობის კანდიდატად დასახელებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხოშტარია ყოველთვის მზად მოქალაქეებთან საუბრისთვის.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საპენსიო დანამატები ადგილობრივი არჩევენების შემდეგ აუცილებლად დარიგდება. მან აღნიშნა, რომ თბილისში მათი გათვლებით მინიმალური ზრდა იქნება 20 ლარი.

„ყველგან, სადაც ევროპული საქართველო მოიგებს, ჩვენ დავაწესებთ საპენსიო დანამატს და ამ დანამატს, ჩინოვნიკების მაგივრად, ბიუროკრატების მაგივრად, ნათესავების, პარტიული აქტივისტების მაგივრად, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ამ დანამატს აიღებს პენსიონერი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მან პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულიოცნების დასამარცხებლად სხვა პარტიებთან თანამშრობლობისთვის მზად არიან, თუმცა განსაზღვრული აქვთ კრიტერიუმები, ვისთანაც არ ითანამშრომლებენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატები მეტ-ნაკლებად ყველა რეიონისთვის უკვე შერჩეულები არიან, მაგრამ მათი კონკრეტულად დასახელებისგან ისევ თავს იკავებს და ამბობს, რომ მათ საზოგადოებას ძალიან მალე წარუდგენენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები