17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
როგორც ვიცი, ბატონ კახის აქვს სურვილი - ლევან გოგიჩაიშვილი კალაძის მერობის კანდიდატობაზე

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, კახი კალაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ქართული ოცნების სახელით თბილისის მერობის კანდიდატად სურს კენჭისყრა. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, კალაძის კანდიდატურა გუნდისთვის მისაღებია, თუმცა საკითხზე ჯერჯერობით ერთიანი პოზიცია არ შეჯერებულა.

“მე როგორც ვიცი, ბატონ კახის აქვს სურვილი და პირიქით მივესალმებით, ვინაიდან ვთვლი, რომ კახი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და თავის გამოცდილებით, წესიერებით, იმიჯით შეძლებს თავისუფლად გაუძღვეს ამ მეტად დიდ საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისი მერობა ჰქვია,“ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ლილუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კალაძე კარგი მერი იქნება ქალაქისთვის.

“კალაძე არის ძალიან კარგი ენერგეტიკის მინისტრი, ძალიან მშრომელი, პასუხისმგებლიანი ადამიანი. თუ იქნება ის კანდიდატი, მე ვფიქრობ, ის იქნება კარგი მერი ქალაქისთვის,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები