17 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა და სოზარ სუბარმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვიან ღამით გვირგვინებით შეამკეს. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ორი წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მთავრობის წევრებმა ტრაგედიისას მოხალისე ახალგაზრდების ერთიანობასა და მათ მხარდაჭერაზეც ისაუბრეს.

„ეს იყო ძალიან მძიმე სტიქიური უბედურება, რომელმაც შეიწირა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. იყვნენ ახალგაზრდები, ვინც შეეწირნენ, იყვნენ მაშველები, ვინც ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს და სიცოცხლე გაწირეს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ყველაზე მეტად, ეს დღე დაამახსოვრდება საქართველოს, როგორც ახალგაზრდობის უპრეცედენტო კონსოლიდაციის დღე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები