17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ოპოზიცია "ბირჟა მაფიის" საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

ჯგუფ ბირჟა მაფიის საქმეს დეპუტატები ეხმაურებიან. ოპოზიცია საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს და სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულის გამოაშკარავების შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„თუ არ იქნება სულ მცირე გათავისუფლებული მათი ზემდგომები, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო მთელი მთავრობა იყო სწორედ ასეთი პოლიტიკის მხარდამჭერი და ინიციატორი. ამ შემთხვევაში, პასუხისგება ეკისრება არა პოლიციას ან მხოლოდ მინისტრს, არამედ მთელ მთავრობას,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, გენერალურმა ინსპექციამ საგამოძიებო მოქმედებები დროულად უნდა ჩაატაროს. 

„გენინსპექციამ საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად უნდა ჩაატაროს, რომ დადგინდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. თუ დადგინდა, რომ ადგილი აქვს მტკიცებულებათა ფაბრიკაციასა და ე.წ. ჩადებას, მაშინ არა თუ უნდა გათავისუფლედნენ თანამდებობიდან, არამედ მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაზე შეტევის მიტანა არ ღირს.

„სამართალდამცავ სტრუქტურებზე შეტევის მიტანა ამ მიზეზით არ ღირს. შეიძლება არსებობს ცალკეული გადაცდომა, ის აუცილებლად უნდა მკაცრად იყოს რეაგირებული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები