08 მაისი 2024,   19:50
ვრცლად
"კონსტიტუციის გადასინჯვა მართებულ გზაზეა, თუმცა საჭიროა ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად" - ვენეციის კომისია

"კონსტიტუციის გადასინჯვა მართებულ გზაზეა, თუმცა საჭიროა ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად," - ვენეციის კომისია პლენარული სესიის შემდეგ პირველ განცხადებას აქვეყნებს. ევროპელი ექსპერტები აქცენტს საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ამახვილებენ.

ევროპის საბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ პარლამენტის ყველა წევრის სრულად პროპორციული სისტემით არჩევა მისასალმებელი ცვლილებაა, თუმცა ამ ეტაპზე ნაწილობრივ შეზღუდულია სამი მექანიზმით - 5%-იანი ბარიერის წესი საპარლამენტო არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო ბლოკების გაუქმება.

"მიუხედავად იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ერთად აღებული, ეს ამცირებს პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას. სესიაზე ვენეციის კომისია ინფორმირებული იყო, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს გაუნაწილებელი ხმების მექანიზმის შეცვლას და რომ ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება,“ - ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

დღის ამბები