აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე. ის ამბობს, რომ დაელოდება გამოძიებას და აღნიშნავს, რომ ამ საკითხით სპეკულირება არ სურს.
"ეს საკითხი პრეზიდენტ ალიევთან, ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი მოლაპარაკების დროს წამოვწიე. ჩემი აზრით, ახლა გამოძიება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული და ვაფასებ, რომ მქონდა შესაძლებლობა ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც მესაუბრა, რომ მიმდინარეობს საფუძვლიანი გამოძიება. უნდა დაველოდოთ შედეგს, მაგრამ ველი გამოძიებას, რომელიც იქნება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი. ვნახოთ რა იქნება შედეგი, არ მინდა რაიმეთი სპეკულირება, თუმცა ახლა ქართულ მხარეზეა, რომ გამოიძიოს ეს საქმე," - განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.