19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
შავ ზღვაში თურქული ნაკადის მილსადენის მშენებლობა დაიწყო

შავ ზღვაში თურქული ნაკადის მილსადენის მშენებლობა დაიწყო. პროექტთან დაკავშირებით რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

ვლადიმერ პუტინმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს გემის ბორტიდან დაურეკა. რუსეთის ლიდერის თქმით, გაზსადენის პირველი ხაზის მშენებლობა 2018 წლის მარტში, მეორის კი, 2019 წელს უნდა დასრულდეს.

პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მხოლოდ თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება, მეორეს მიზანი კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მომარაგებაა. პროექტის ღირებულება 13 მილიარდი დოლარია.

დღის ამბები