17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
საკრებულო „ქართულმა ოცნებამ" აქტივისტების დასაქმების პროგრამად აქცია - თვითმმართველობის კოდექსი საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირების მიზეზია 

პარლამენტი დღევანდელ სესიაზე თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. საქმე ეხება თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებას. ოპოზიცია მმართველ გუნდს ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შედეგად „ქართული ოცნება“ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ნაცვლად მას ზრდის.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკრებულოები „ქართულმა ოცნებამ“ დასაქმების პროგრამად აქცია.

„ერთის მხრივ იზრდება მმართველი გუნდის გავლენა საარჩევნო კომისიაზე, შესაბამისად საარჩევნო პროცესზე, მეორეს მხრივ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემდეგ ბიუროკრატიული ხარჯის დაზოგვის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ადგილობრივ საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა, რაც როგორც ჩანს მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოდგენილია როგორც მათ პოლიტიკური აქტივისტების დასაქმების პროგრამა,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, როდესაც ეუბნებოდნენ, რომ თქვენ აღარ გეყოლებათ არჩეული და თქვენ გეყოლებათ დანიშნული, ეს არის მტკნარი სიცრუე. იმ მოსაზრებას, რომ გამგებლებს ეძლევათ ან მერებს მიეცემათ საშუალება სიების გამოთხოვის, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ვინაიდან დასახლების კრებას ისე ვერ ჩაატარებს ვერც ერთი მერი თუ თუ არ იქნება დაზუსტებული სია,“-აცხადებს გიორგი ლილუაშვილი.

დღის ამბები