17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
ხმაური ფოთში - მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ 

ხმაური ფოთში - მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ფოთის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ ჯერ ქალაქის ცენტრალური ხიდი გადაკეტეს, შემდეგ კი მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მივდინენ და აქცია გამართეს.  

აქციაზე "ევროპული საქართველოს" წევრებიც მივიდნენ.

მოვაჭრეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ. ფოთის მერი ამბობს, რომ გადაწყვეტილებები თავად მოაჭრეების უსაფრთხოების მიზნით მიიღება.

„იცით თქვენ, რომ რამდენიმე ქალაქში მოხდა ხანძარი ობიექტებზე და შემდეგ მოდიან და მთავრობას თხოვენ გადახდას და მეორე, ჩვენ მივდივართ ტურიზმის განვითარებისკენ, თუკი ჩვენ არ გვექნა განვითარებული აგრარული ბაზარი, ესეც ხელს შეუშლის ტურიზმის განვითარებას,“ - განაცხადა ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ. 

დღის ამბები