17 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე - გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ დიალოგისა და კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გააზრებისა და ჩიხური მდგომარეობის თავიდან აცილების რჩევით მიმართა.

„დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს დემოკრატიულ განვითარებას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს, დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები