17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
პარლამენტში დღეს მთავარ აუდიტორს ლაშა თორდიას ელოდებიან

პარლამენტში დღეს მთავარ აუდიტორს ლაშა თორდიას ელოდებიან. თორდია დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. როგორც ცნობილია, აუდიტორი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ დარღვევებზე ისაუბრებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, ანგარიშის მოსმენის შემდეგ იქნება შეკითხვები ყველა იმ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც აუდიტის სამსახური ფიქრობს, რომ სამართალდარღვევას აქვს ადგილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, აუდიტს სამსახურის ანგარიშის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურის მუშაობის ანგარიშის მოსმენა, ვინაიდან, მრავალი პრობლემა წარმოჩინდა აქ. თუნდაც ის, რომ ქვეყანაში არსებობს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც იცავენ საკუთარ ინტერესებს და ხელს უშლიან სახელმწიფოს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები